442 წელს დაიბადა საქართველოს ტახტის მემკვიდრე ვახტანგ მირდატის ძე. იგი აღსაზრდელად მისცეს სპასპეტს — საურმაგს. 449 წელს, როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მირდატ მეფე.
მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამამისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართაც მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამასბარდავში. საგდუხტმა სთხოვა ბარზაბოდს, რომ არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საგდუხტი, მაგრამ დიდი საფასურის სანაცვლოდ, მცხეთაში უნდა დამჯდარიყვნენ მოგვები და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული. დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა.
მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი ქრისტიანი აცდუნა და გაამაზდიანა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდიანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.
მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპიკოპოსი მობიდან. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და ძალიან მძაფრად წინ აღუდგა ბინქარანს. მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში.
451 წელს ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლი, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი. შემდეგ საქართველოს მიწებს თავსბიზანტიელები დაესხნენ. მანამდე მათ კლარჯეთიც დაიჭირეს, ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები. ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდემივიდნენ.
ვახტანგი 15 წლიდან 23 წლამდე[რედაქტირება]
458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლისთანავე მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა ტახტზე,მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი მღვდელმთავარი მიქაელი.
ეს ვახტანგის პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. ვახტანგი ლაპარაკობდა „ხმითა მაღლითა“, ჭარმაგული სიბრძნით, „ვითარცა აღზრდილი ფილოსოფოსთა თანა“. განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო.
იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა–ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.
ის წელი საომარ სამზადისში განესრულა. ჯერ მუხნარსა და ხერკს იყრებოდა ქართველთა ლაშქარი, მერე თიანეთს. ოვსთაგანაოხრებულ ბარდავიდანაც ჯარი გამოუგზავნა ერისთავმა ვარაზ-ბაკურმა, ვახტანგის ბიძამ. ბარდაველთა ჯარს სარდლობდა ფარსმან-ფარუხი, უებრო მეომარი.
ოვსეთში იცოდნენ ქართველთა მეფის საომარი სამზადისი და თვითონაც ემზადებოდნენ მტრის დასახვედრად. ნიჯადად (მაშველად) ხაზართა დიდძალი ლაშქარი შეიერთეს ოვსებმა.
ვახტანგის ლაშქარში პირველ რიგებში იდგნენ თოროსნები, მათ მოსდევდნენ ქვეოთები, შემდგომ იდგა მსუბუქი კავალერია, რომელიც უნდა დადევნებოდა გაქცეულ მტერს, ბოლოს მოდიოდა მეფის „გვარდია“, რჩეული მხედრობა, რომელსაც თვითონ ვახტანგის სარდლობით, ელვისებური ადგილმონაცვლეობით, იქ გაჩნდებოდა, სადაც უფრო მისჭირდებოდა ძირითად ძალებს.
შვიდე დღის შემდგომ ლაშქარი გავიდა თიანეთიდან. დარიალი გაიარეს და თერგზე გავიდნენ. მდინარის მეორე ნაპირას უცდიდნენ ოვსნი და ხაზარნი. ხაზართაგან გამოვიდა „ბუმბერაზი“ მხედარი თარხან და ორთა ბრძოლაში გაიწვია ქართველთაგანი. გავიდა ფარსმან-ფარუხი, თუმცა თარხანმა უხეთქა ხმალი და ბარდაველი ცხენიდან თავგაპობილი გადმოვარდა. მეორე დღეს მან კვლავ მოითხოვა ორთა ბრძოლა. ახლა თვითონ ვახტანგი გავიდა. ქართველთა მეფემ ხაზარს ბრძოლაში თავი წარკვეთა და თავის ბანაკში დაბრუნდა.
მეორე დღეს ოვსთაგან გამოვიდა ბაყათარი, რომელსაც ამ ჟამამდე ბადალი არ გომოსჩენია სარკინალ ველზე. მან ვახტანგ მეფე გამოიწვია შესარკინებლად. ეს ორთა ბრძოლაც ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა.
ამ ორთაბროლის დამთავრების შემდგომ მტრისკენ დაიძრა ქართველთა ლაშქარი. გაჩაღდა ბრძოლა ძლიერი. მეფის მხარდამხარ დიდის შემართებით იბრძოდნენ არტავან საურმაგის ძე (ვახტანგის ძუძუმტე) და ბივრიტიან სეფეწული. ბრძოლა ვახტანგის გამარჯვებით დასრულდა. ვახტანგმა ტყვეობიდან იხსნა თავისი და მირანდუხტი და უამრავი თანამემამულე.
დარიალის ხეობა, თერგისა და არაგვის კარის ვიწრობები, ახალი ციხესიმაგრეებითა და გოდოლებით ჩაკეტა მეფემ. შიგ თავისი ერთგული მთიელი მეციხოვნეები ჩააყენა. ვახტანგმა მირანდუხტი ამალით მცხეთაში გამოგზავნა, ხოლო თვითონ ჩრდილოეთ კავკასიის დანარჩენ ოლქთა დამორჩილებას შეუდგა. ვახტანგმა გადაიარა და გადალაშქრა იალბუზი, სწორედ მაშინ მიიღო მან წოდება „იალბუზის გმირისა“. ვახტანგმა დაამარცხა ყივჩაღები, პაჭანიგები და ჯიქეთი. ამრიგად მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან აფხაზეთში გადმოვიდა ვახტაგ მეფე. მან აფხაზეთან და ეგრისიდან განდევნა ბიზანტიელები. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ საქართველოს მეფე მცხეთაში დაბრუნდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий